Hot line:252731

ჭიათურაში ევროპის მემკვიდრეობის დღეები გაიმართა

30 September, 2018

2018 წლის 30 სექტემბერს, „ჭიათურის კულტურის ცენტრის“ კულტურულ მემკვიდრეობის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ,მხარეცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში,, ევროპის მემკვიდრეობის დღეები“-ს ფარგლებში კონფერენცია: „მანგანუმის ექსპორტი-ფანჯარა ევროპაში“ გაიმართა,რომელსაც ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე ესწრებოდნენ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნარგიზა კუტალიამ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა,ზესტაფონის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგმა რადა სათილოვამ. თავიანთ გამოსვლებში მათ ევროპასთან ინტეგრაციაზე, ევროპულ ღირებულებებზე,ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწის გიორგი ზდანევიჩის ჭიათურაში მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ვინაიდან ჭიათურის აღმშენებლობა და მარგანეცის მრეწველობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზდანევიჩის სახელთან,გაჟღერდა ინიციატივა ჭიათურაში მისი მემორიალის დადგმის შესახებ.
ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მმართველობითი ფორმის დანერგვასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომები გადაეცათ პარლამენტარ სულხან მახათაძეს,“ჯორჯიან მანგანეზის“დირექტორს აკაკი გურჯიძეს და კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს.

Share page