ჭიათურის მერიამ მე-12 სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადაცა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილემ ლიკა ჭუმბურიძემ ჭიათურის მე-12 საჯარო,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ბავშვების განწყობისთვის კი, კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა იზრუნა და მათ სპექტაკლი „ფისო“ შეთავაზა.
„ეს ბავშვები საზოგადოებაში ინტეგრირებულები არიან და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მათზე ზრუნვა ,რომ გვერდით დაუდგეთ და გაულამაზოთ ცხოვრება"-აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ.