ჭიათურაში ალილოს მსვლელობა მოეწყო
ჭიათურაში საშობაო ალილო გაიმართა. მსვლელობა 12 საათზე,მღვიმევის მონასტრიდან და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლო სკოლიდან ერთდროულად დაიწყო. შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას მაცხოვრის ქრისტესშობა ახარეს.
საშობაო მსვლელობას ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე,მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე,საკრებულოს წევრები,მერიისა და საკრებულოს თანამშრონლები შეუერთდნენ.ისინი ალილოს მონაწილეებს ადმინისტრაციულ შენობასთან დახვდნენ, დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.
საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღდგა.