გაფართოებული თათბირი ჭიათურის მერიაში
ჭიათურის მერიის სხდომათა დარბაზში გაფართოებული თათბირი ჩატარდა. სხდომას ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს ჭიათურაში წარმოდგენილი საჯარო და კერძო სექტორის ხელმძღვანელები, სამსახურის უფროსები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თათბირზე ჭიათურის მერმა ,,ენერგო პრო ჯორჯიას“, ,, სოკარ გაზის“, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ მენეჯერებს მოუსმინა. არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებები გააკეთეს განათლების რესურს- ცენტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საჯარო რეესტრისა და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ,,გაერთიანებულ თათბირზე დაყენებული და გადაწყვეტილი ყველა საკითხი აუცილებლად უნდა მივიდეს მოსახლეობამდე, რადგან ისინი მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებული ყველა იმ სიკეთით, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან სხვადასხვა პროექტების საშუალებით მოდის. მიმდინარე წელს ჩვენ განვახორციელებთ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, როგორც წყალმომარაგების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით ისე გაზიფიცირების მიმართულებით. ყველა პროექტი რომელიც განხორციელდება ორიენტირებული იქნება მოსახლეობის მოთხოვნებსა და მათ საჭიროებებზე. მოგიწოდებთ მაქსიმალური ჩართულობისა და აქტიურობისკენ, რათა ერთობლივად შევძლოთ ჭიათურელებისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება“ - განაცხადა გივი მოდებაძემ დღევანდელ თათბირზე. შეხვედრის ბოლოს, განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის ცენტრის ხელმძღვანელმა,რომელმაც განაცხადა,რომ ჭიათურაში პრეპარატ ,,ტამიფლუს“ მარაგი შეივსო და ექიმის რეცეფტის საფუძველზე ის უფასოდ გაიცემა.