Hot line:252731

სოფლის კრება ნიგოზეთსა და უსახელოში

28 January, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთან კონსულტაციების ინიცირების შესახებ დასახლებისთვის წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების განხილვა დაიწყო.
დღეს კონსულტაციები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში უსახელოსა და ნიგოზეთში ჩატარდა.
კონსულტაციებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა ცერცვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრებზე წარმოდგენილი პროექტები განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს: 
სოფელ უსახელოში ამბულატორია აშენდება. 
სოფელ ნიგოზეთში,მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, არსებულ ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება .
გივი მოდებაძემ მოსახლეობას უახლოეს მომავალში განსახორცილებელ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა,რომ ნიგოზეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელს 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან კონსულტაციები ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

    

Share page