Hot line:252731

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საერთო კონსულტაციები გრძელდება

31 January, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: მელუშეეთში,ჯოლხეეთსა და ღვითორში გამართულ კონსულტაციებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლები ხათუნა ცერცვაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრებზე მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და იმის გამო, რომ ხმათა უმრავლესობით ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ერთი დასაფინანსებელი პროექტის შესახებ, გამოიყო მათგან რამდენიმე ,ხოლო საბოლოო არჩევანის გაკეთება ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს მოუწევს.
გთავაზობთ ამ პროექტების ჩამონათვალს:
სოფელი მელუშეეთი-ყოფილი სკოლის შენობაში სარიტუალო დარბაზის მშენებლობა, ამბულატორიის მშენებლობა.
სოფელი ჯოლხეეთი-სოფელ ღვითორში სარიტუალო დარბაზის მშენებლობა, ეგრეთ წოდებული ზედა უბნის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია.
სოფელი ღვითორი-სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა,ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში სამედიცინო პუნქტის მოწყობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის 812 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

   

Share page