Hot line:252731

საკონსულტაციო შეხვედრები სოფელ სკინდორში, ჭილოვანსა და წინსოფელში ჩატარდა

1 February, 2019

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მორიგი .
 შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს:
სოფელი სკინდორი-სარიტუალო დარბაზის მშენებლობის დასრულება და ინვენტარის შეძენა.
სოფელი ჭალოვანი- ყოფილი სკოლის შენობის რეაბილიტაცია,სადაც განთავსდება სარიტუალო დარზი.
სოფელი წინსოფელი- სკვერის მოწყობა და ომში დაღუპულთა მემორიალის აღდგენა.
შეხვედრებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზურაბ წიქარიშვილი,წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი რატი ცხადიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის 812 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

 

Share page