Hot line:252731

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

4 February, 2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები პერევისის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელში: პერევისაში, კალაურსა და შუქრუთში ჩატარდა. 
სოფელ პერევისაში საერთო კრებაზე ადგილობრივების წინაშე წარდგენილ იქნა სამი საკითხი - ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია საბავშვო ბაღისთვის, გარე განათების დამონტაჟება და სარიტუალო დარბაზის მშენებლობის დასრულება. კენჭისყრისას ადგილობრივებმა უპირატესობა მიანიჭეს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას საბავშვო ბაღისთვის. 
სოფელ კალაურში წარდგენილ იქნა 2 საკითხი სოფელში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა. ადგილობრივების გადაწყვეტილებით სოფელში წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა. 
რაც შეეხება სოფელ შუქრუთს, მოსახლეობის წინაშე წარდგენილი იყო სამი საკითხი - სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა, შენობის კეთილმოწყობა საბავშვო ბაღისთვის და ამბულატორიისთვის და სასაფლაოზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მშენებლობა. კენჭისყრის შედეგად უპირატესობა მიენიჭა სასაფლაოზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მშენებლობას. 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის 812 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

  

Share page