Hot line:252731

შეხვედრები მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში

20 February, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შეხვედრები გაიმართა სოფელ ქბილარში, მანდაეთში, მეჩხეთურში, ჩხირაულსა და  ტყემლოვანაში.
 მოსახლეობის გადაწყვეტილებით:
ქბილარში დასრულდება და კეთილმოეწყობა სააქტო დარბაზის მშენებლობა. 
მანდაეთში შემოიღობება სასაფლაოები.
მეჩხეთურში,ჩხირაულსა და ტყემლოვანაში კეთილმოეწყობა სარიტუალო დარბაზები.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების სპეციალისტები ესწრებოდნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

 

Share page