Hot line:252731

გივი მოდებაძე მედიცინის მუშაკებს შეხვდა

6 March, 2019

   დღეს ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე მედიცინის მუშაკებს შეხვდა და ქალბატონებს მოახლოებული 8 მარტის დღესასწაული მიულოცა.
,,მეამაყება, რომ ჩვენს ქალაქს საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო სკოლა ჰქონდა და თქვენ ამ ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები ხართ. შემთხვევითი არაა, რომ ჭიათურის ერთ-ერთი ქუჩა საქართველოში ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელს ატარებს, რომელიც წლების მანძილზე ჩვენს ქალაქში მოღვაწეობდა. ჩვენი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა გრიგოლ მუხაძის ბიუსტს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინვესტორთან, რათა ძველი საავადმყოფოს შენობის ნაწილს მიზნობრივი ფუნქცია დაუბრუნდეს და მიმდებარე ტერიტორიაც მოწესრიგდეს“--განაცხადა გივი მოდებაძემ.
შეხვედრაზე მედიცინის მუშაკებმა აზრი გამოთქვეს, რომ ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსდება მედიცინის მუზეუმი, რაც ქალაქის ისტორიის კიდევ ერთ საამაყო ფურცელს შეავსებს.
შეხვედრის დასასრულს, მინიციპალიტეტის პირველმა პირმა აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორთან, ჭიათურის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე- ნათელა მოდებაძესთან ერთად ქალბატონებს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

   

Share page