Hot line:252731

შეხვედრა მერიის ზედამხედველებთან

15 March, 2019

  ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. სხდომაზე ქალაქის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა და მერიის წარმომადგენლებს პროექტების განხორციელებისას მკაცრი ზედამხედველობისკენ მოუწოდა. 
"თქვენი საქმიანობა განსახორციელებელი პროექტების ზედამხედველობისას კიდევ უფრო ოპერატიული და მკაცრი უნდა გახდეს იმ შემსრულებლების მიმართ, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება არის მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული და შესრულებული საქმე აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი. თითოეულ თქვენგანს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა, რათა ყველა პროექტი ხარისხიანად განხორციელდეს” - განაცხადა გივი მოდებაძემ დღევანდელ შეხვედრაზე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს სოფლის ცენტრალური და შიდა საუბნო გზების მოსაწესრიგებლად 100-ზე მეტ პროექტს განახორციელებს. 
ამ დროისათვის სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია 8 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 

  

Share page