Hot line:252731

გივი მოდებაძე ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა

20 March, 2019

ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას მერის ახალი წარმომადგენელი ტარიელ ჩუბინიძე წარუდგინა. 
ტარიელ ჩუბინიძე პროფესიით სოფლის მეურნეობის მუშაკია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჭიათურის საკრებულოსა და მერიაში, ასევე კერძო სტრუქტურებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. ბოლო პერიოდში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
მერის წარმომადგენლის წარდგენის შემდეგ გივი მოდებაძემ ადგილობრივების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.მოსახლეობის ინტერესს ძირითადად სოფელში განსახორციელებელი პროექტები წარმოადგენდა. მიმდინარე წელს ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ქვაციხესა და რცხილათში გაიხსნება საბავშვო ბაღი, რომელიც ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა, მოეწყობა როგორც ცენტრალური ისე შიდა საუბნო გზები.
სოფელ ქვაციხეში ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ამბულატორიის შენობაც დაათვალიერა, რომელიც ამჟამად უფუნქციოდაა დარჩენილი. ჭიათურის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად არსებული შენობის ფუნქციურად დატვირთვის სხვადასხვა გეგმა განიხილა.

ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ სოფელ საკურწეში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ,,ქვაციხე 2015“ დაათვალიერა. კოოპერატივის დამფუძნებელმა ზურაბ ბრეგვაძეს ჭიათურის მერს საკალმახე მეურნეობა დაათვალიერებინა და არსებული ვითარება გააცნო. 
საკურწეში საკალმახე მეურნეობა უკვე ოთხი წელია არსებობს. ის სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში თანადაფინანსებით შეიქმნა. 
2018 წელს ,,ქვაციხე 2015“ საქართველოს ათ საუკეთესო საკალმახეს შორის მოხვდა.

 

Share page