Hot line:252731

ჭიათურის მერი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

21 March, 2019

ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ ჩვენი მედიის წარმომადგენლებს,ადამიანებს,რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ჟურნალისტიკის განვითარებასა და სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებაში. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ჭიათურაში მოღვაწე ჟურნალისტების მიმართ. მინდა მადლობა ვუთხრა მათ თანამშრომლობისათვის, იმისათვის,რომ ყოველთვის მაღალ პროფესიულ დონეზე აშუქებენ ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს და ვუსურვო წარმატებები თავიანთ საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
ასევე გულითადად ვულოცავ ღვაწლმოსილ ჟურნალისტებს.ისინი წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ მართალ სიტყვას და ღირსეული კვალი დატოვეს ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში.
ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას,ბედნიერებას და დღეგრძელობას.

პატივისცემით,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი
გივი მოდებაძე

Share page