Hot line:252731

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ჭიათურაში

22 March, 2019

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის გივი მოდებაძის ინიციატივით და ორგანიზებით მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან და კულტურის ცენტრთან ერთად სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები მოეწყო სახელწოდებით:,, საოცარ პატარებს გავუთბოთ გულები“.
კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში 5 ,,მზის შვილისათვის’’ სხვა თანატოლებთან ერთად თოჯინების თეატრის სპექტაკლი ,,ოქროს წიწილა“ იქნა წარმოდგენილი. 
შემდეგ პატარებს საბავშვო გასართობმა ცენტრმა ,,ნიუ-ლენდმა“ უმასპინძლა სადილით და შოუ პროგრამით.
დღის დასასრულს კი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელთა და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ ხუთივე პატარას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

Share page