Hot line:252731

თათბირი ჭიათურის მერიაში

26 March, 2019

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერიის სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირზე სამსახურის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მიმდინარე სამუშაოების შესახებ და შესაბამისი დავალებებიც მიიღეს.
 აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზის მშენებლობა, სადაც ფრანგული კომპანია ,,პომას“ წარმომადგენლებიც არიან ჩართული და მაისის ბოლოსათვის იგეგმება გონდოლების საცდელი გაშვება ლეჟუბნის, ნაგუთის და ფრანგიშვილის ქუჩების, აგვისტოს ბოლოსათვის კი მუხაძის ქუჩის მიმართულებით.
უახლოეს პერიოდში მერიის დაფინანსებით ყველა საბავშვო ბაღისათვის მოხდება სათამაშოების შეძენა, ასევე სარემონტო სამუშაოები დაიწყება შაუმიანის ქუჩაზე არსებულ ძველ საავადმყოფოს შენობაში, რომელიც პროფილს შეიცვლის და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღად გადაკეთდება.
 თათბირზე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე და მერიის დახმარებით მათი გადაჭრის გზებზე. საუბარი შეეხო გზების მობეტონებისა და მოხრეშვის სამუშაოებს, ხიდების შეკეთებას, ადმინისრაციული შენობების გადახურვას, სტადიონების მშენებლობას, სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარებას და სხვა საკითხებს.
თათბირის დასასრულს გაჟღერდა მერის მოვალეობის შემსრულებლის გივი მოდებაძის ინიციატივა, 27 მარტს გამწვანების აქციის მოწყობის შესახებ. იაშვილის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლის ქუჩებზე არსებულ სკვერებში, ასევე ,,სიგულდას“ სკვერში 200-მდე ძირი წიწვოვანი ნერგი დაირგვება.

 

Share page