Hot line:252731

გივი მოდებაძე მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

24 June, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. მაღაროელებმა გივი მოდებაძეს ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ კომპანიის მხრიდან გაფიცვებზე მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი სრულდება. მათ შორის ხელფასების მომატების დაპირება. მათი თქმით, მაღაროელთა ნაწილმა მომატებული ხელფასი უკვე მიიღო. 
დღესვე, განიხილეს მაღაროელთა კვების საკითხიც. საინიციატივო ჯგუფის წევრთა განმარტებით, დამსაქმებელი აწარმოებს კომპანიის შერჩევას, რომელიც მაღაროელებს კვებით უზრუნველყოფს.
შეხვედრისას საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კატეგორიულად უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია მათი გაფიცვის შესახებ. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე საპროტესტო არაფერია და მაღაროელთა გაფიცვა გამორიცხულია. 
მხარეები მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და ყველა სასიკეთო საქმეში ერთმანეთს დახმარება აღუთქვეს. 
შეხვედრის ბოლოს ჭიათურის მერმა მაღაროელებს ინფორმაცია მიაწოდა ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

 

Share page