Hot line:252731

მაღაროელთა დღე

1 October, 2019

ჯორჯიან მანგანეზის ორგანიზებით დღეს ჭიათურაში მაღაროელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღონისძიებათა პირველი ნაწილი მთლიანად მაღაროელთა ბავშვებს დაეთმო. მოეწყო - ქიმიური შოუ, სახატავი და ფოტო კუთხე, ასევე გასართობი პროგრამა გათამაშებებითა და შეჯიბრებებით.

სპეციალურად მოწყობის სცენაზე წარმატებული 17 მაღაროელის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა, სადაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მაჟორიტარმა სულხან მახათაძემ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობასთან ერთად მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცეს და მათ კომპანიისგან დაწესებული სპეციალური საჩუქრები გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ადგილობრივების წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლები: აჩიკო ნიჟარაძე, ქეთი გაბისიანი და ანსამბლი ,,ფორტე“ წარსდგენენ. კონცერტი სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

  

Share page