„ეკოლოგიკა 2019“
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ დღეს ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური შინაარსის პროექტის -„ეკოლოგიკა 2019-ი“ გამარჯვებულ და ფინალისტ გუნდებს უმასპინძლა.
შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში ჩატარდა და მას მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები დაესწრნენ.
ჭიათურის მერმა მადლობა გადაუხადა გამარჯვებულ გუნდებს,ფინალისტებს და ზოგადად პროექტში მონაწილე ყველა სკოლას,რომ წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა,ნიჭი და უნარები.
„ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო პროექტში ჩართულობა ხელს უწყობს მოსწავლეთა გონებრივ განვითარებას და მათ კრეატიულ აზროვნებას,ასევე მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას ემსახურება."--განაცხადა გივი მოდებაძემ.
პროექტი „ეკოლოგიკა“ მეორე წელია იმართება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
პროექტის მიზანი საკუთარი სკოლის ბაზაზე არსებული ეზოს გამწვანება და განახლებული პროექტის წარდგენა - განხორციელებაა.
„ეკოლოგიკა 2019“ - ის ფინალი წელს ზესტაფონში შედგა.
7 პროექტიდან 3 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა.
პროექტის,რომლის საპრიზო ფონდი 12 000 ლარს შეადგენდა, გამარჯვებულები არიან:
I ადგილი - ჭიათურის N2 საჯარო სკოლა-5000ლარი
I I ადგილი -ზესტაფონის N 4 საჯარო სკოლა-4000 ლარი
I I I ადგილი - ჭიათურის კაცხის საჯარო სკოლა-3000 ლარი.
როგორც ჭიათურის მერმა აღნიშნა, ფინალისტი სკოლების -წასრის,ითხვისის პირველი და ითხვისის მეორე საჯარო სკოლის გუნდების მიერ წარდგენილ პროექტს, ჭიათურის მერია დააფინანსებს.ასევე საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თანადაფინანსებაშიც მიიღებს მონაწილეობას.
პროექტის ფარგლებში, ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 70-მდე საჯარო სკოლის მე-9-დან 11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ გამარჯვების მოსაპოვებლად 3 ეტაპი გაიარეს.