ჭიათურის ქუჩები გადაირეცხა
წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში ჭიათურის ცენტრალური ქუჩის გადარეცხვა მიმდინარეობდა.
ნინოშვილის ქუჩის გადარეცხვის პროცესი 20:00 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.
გადაირეცხა საავტომობილო გზა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარები
სამუშაოებში ჩართული იყო "ჯორჯიან მანგანეზის" სპეცტექნიკა და ჭიათურის მუნიციპალური სამსახურები.
პროცესებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე პირადად აკვირდებოდა.