Hot line:252731

შეხვედრა ჭიათურის მერიაში

17 July, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ", პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან და მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გამართა.

მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მერიის სხვადასხვა სამსახურისა და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, COVID19-ის შედეგად მიღებულ გამოწვევებს და საკითხებს, რომელი მიმართულებითაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

 

Share page