Hot line:252731

20 ივლისის თათბირი

20 July, 2020

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურების უფროსები და განყოფილების გამგეები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.
პანდემიის პირობებში, მავრობის დადგენილების შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა,მოსახლეობისთვის მთელი რიგი სერვისების გაწევა შწეუფერხებლად მიმდინარეობს,ისევე როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.

ჭიათურის მერის გივი მოდებაძის განცხადებით,ამიერიდან სამსახურის უფროსები და განყოფილების გამგეები მუშაობას ჩვეულ რიტმში გააგრძელებენ,ასევე განახლდება კომისიების და საბჭოს სხდომები.

 

Share page