Hot line:252731

სოფელ ითხვისში ნაქალაქარი აღმოაჩინეს

23 July, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს. არქეოლოგების თქმით, მსგავსი ქალაქის ტიპის დასახლება იმერეთის მასშტაბით პრაქტიკულად არ გვხვდება. გათხრების შედეგად აღმოჩენილია, უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკის ნიშნები, მათ შორის მოხატული კერამიკა და ლითონის ნივთები. მეცნიერების თქმით, აღმოჩენა მე-11 - მე-12 საუკუნეებს ეკუთვნის.
სოფელ ითხვისში დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე იმყოფებოდა. ჭიათურის მერი ექსპედიციის ხელმძღვანელს ზურაბ ბრეგვაძეს და მის წარმომადგენლებს შეხვდა. გივი მოდებაძე აღმოჩენებს გაეცნო და არქეოლოგებისგან ინფორმაცია მიიღო.
ითხვისში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს ჭიათურის მერიის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი ,,არგვეთი“ აწარმოებს.
სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.

 

Share page