Hot line:252731

თემობა 2020

11 August, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში სახალხო დღესასწაული „თემობა 2020" ჩატარდა.

საღამოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,მერის მოადგილეები გიორგი ბიწაძე, დავით ბიწაძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე დაესწრნენ.

ტრადიციული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შეჯიბრი დოღში, ბავშვებისთვის საცირკო წარმოდგენები და სხვადასხვა სახის გასართობები გაიმართა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში,ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ დოღში გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს.

ღია ცის ქვეშ შეკრებილების წინაშე მურმან ჯინორია, დავით არჩვაძე, ირმა სოხაძე, კვარტეტი „ჭიათურა“ და სხვა ცნობილი მომღერლები წარსდგნენ.

თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. სახალხო დღესასწაული 2013 წელს აღდგა.
ღონისძიება ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

Share page