ჭიათურაში მდინარე ყვირილაზე ახალი ხიდი შენდება
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ყოფილი პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მღვიმევის ქუჩასა და ჯარბელის დასახლებას შორის, ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, ამორტიზირებულ ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდა და მის ადგილზე ახალი 45 მეტრ სიგრძისა და 11 მეტრი სიგანის კონსტრუქცია შენდება. ხიდის ორივე მხარეს გათვალისწინებულია ტროტუარის მოწყობაც.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილე გიორგი ბიწაძემ და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მშენებლებს შეხვდნენ და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ამ ეტაპისთვის ადგილზე სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. მშენებლების განცხადებით, ხიდის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში მოხდება.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “სინათლე 2006“ ახორციელებს,
სამუშაოების ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს.