Hot line:252731

მოხოროთუბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

3 September, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, დარკვეთი-მოხოროთუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს, გათვალისწინებულია გზის 1500 მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება.

სოფელ მოხოროთუბანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მერის მოადგილე დავით ბიწაძე გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დარკვეთი-მოხოროთუბნის დამაკავშირებელი გზის საამშენებლო სამუშაოებს შპს ,,ჯ და ჯ “ აწარმოებს.

პროექტის ღირებულება 1 096 855 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სოფელ მოხოროთუბანში ასფალტირებული გზა ამ დრომდე არ არსებობდა.

 

Share page