Hot line:252731

ჭიათურაში უფასო სასადილო ახალ, უფრო კეთილმოწყობილ ფართში განთავსდა

5 February, 2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სოციალური ბიუჯეტი და პროგრამები ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უმწეო ადამიანებზე ზრუნვისთვის მუნიციპალიტეტს თანხა აქვს გამოყოფილი. ჭიათურაში რეგისტრირებული ბენეფიციარები უფასო სასადილოთი ყოველდღიურად სარეგებლობენ.

დღეიდან უფასო სასადილო ახალ, უფრო კეთილმოწყობილ ფართში განთავსდა. ახალი შენობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ცერცვაძემ და ჯანმრთელობის და სოციალური სამსახურის უფროსმა იოანე ვაშაძემ მოინახულეს. ქალაქის მერმა ხელმძღვანელებისგან, საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და ყოველდღიურ მენიუს გაეცნო.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უფასო სასადილოში 2020 წლის აპრილიდან მომსახურების წესი შეიცვალა. ადგილზე კვების ნაცვლად, უფასო სასადილოს სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს, კუთვნილ ულუფას სახლში ატანენ. 

 

Share page