Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული საბავშვო ბაღის განყოფილებებში, სააღმზრდელო პროცესი განახლდა

2 March, 2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული საბავშვო ბაღის განყოფილებებში, სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე გაერთიანებული საბავშვო ბაღების დირექტორთან მაკა წერეთელთან ერთად გაეცნენ.

ჭიათურის 28 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით და ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით დაიწყო.
ასევე განხორციელდა სკოლამდელი აღზრდის სექტორში მომსახურე პერსონალის ტესტირება.

 

Share page