Hot line:252731

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ შინდისის გმირის დედას 3 მარტი მიულოცა

4 March, 2021

დღეს, დედის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ხათუნა ცერცვაძესთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის ოჯახს ესტუმრა. ჭიათურის მერმა ქალბატონ დარეჯან კუპატაძეს დედის დღე მიულოცა.

„ყველა დედას ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს - დედის დღეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს. დღეს ჩვენ დედის დღე მივულოცეთ გმირის გამზრდელ დედას, რომლის შვილმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას" - განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

Share page