Hot line:252731

სოფელ ითხვისს ახალი საბავშვო ბაღი აქვს

15 March, 2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და სოფელს მალე ახალი თანამედროვე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნება.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.
შენობა 50 აღსაზრდელზეა გათვალისწინებული.
სამშენებლო სამუშაოებისთვის 700 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე სამუშაოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის
მერი გივი მოდებაძე , მოადგილე დავით ბიწაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლაშა გოცაძე ადგილზე გაეცნენ.

ამ დროსათვის მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები,რაც შენობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას თვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელში ამ დრომდე არ არსებობდა. საბავშვო ბაღი მოსწავლეების მიღებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეძლებს.

 

Share page