Hot line:252731

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

22 March, 2021

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა.

აქციაში მონაწილეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა მიიღეს.
დასუფთავების აქციის მონაწილეებმა კონკრეტული ადგილები პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

გივი მოდებაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების მიზანს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სუფთა გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს.

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღედ 1993 წელს გამოცხადდა.
ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

 

Share page