Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მეჩხეთუში ცენტრალური გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

15 April, 2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მეჩხეთუში ცენტრალური გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის მიხედვით 5 კილომეტრამდე გზა მობეტონდება. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება.

სოფელ მეჩხეთურში მიმდინარე გზის სამშენებლო

პროცესი ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ დაათვალიერეს. ისინი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამუშაოების შესრულებისა და პროექტის განხორციელების ვადებს გაეცნენ.

სოფელი მეჩხეთური მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. სოფელში 155 ოჯახი ცხოვრობს. მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი იყო და ადგილობრივებს ტრანსპორტით გადაადგილება უძნელდებოდათ.

მეჩხეთურის გზის სამშენებლოდ გამოყოფილი თანხა 1 078 950 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯთბ გოლდენ ეიჯ“ ასრულებს. პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულზე დასრულდება. გზის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სოფელ მეჩხეთურში მიმდინარე წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.

 

Share page