Hot line:252731

წარმატებული ჭიათურელი სპორტსმენების დაჯილდოება

19 April, 2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ მიღწეული წარმატებისთვის მედლები და სამახსოვრო დიპლომები გადასცა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისგან ყველა წარმატებულ სპორტსმენს და მათ მწვრთნელს ფულადი ჯილდოებიც გადაეცათ. მუნიციპალიტეტმა ამ მიმართულებით 4000 ლარი გაიღო.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის დღეს დაჯილდოვდნენ: თამუნა სამხარაძე (პირველი ადგილი), მარიამ გრიგალაშვილი (პირველი ადგილი), თეა კაპანაძე (მეორე ადგილი), თამუნა გოგოლაძე (მესამე ადგილი), ხატია ციცვიძე (მესამე ადგილი), მირანდა კაპანაძე (მესამე ადგილი), სალომე ბურჯანაძე (მესამე ადგილი). ასევე ფულადი ჯილდოები გადაეცემათ სამბოში წარმატებულ სპორტსმენებს ვაჟა ტაბატაძეს (მესამე ადგილი) და გოგა ჭანკვეტაძეს (მესამე ადგილი).

,, მახარებს თითოეული თქვენგანის წარმატება. მინდა მოგილოცოთ და კიდევ უფრო დიდი წარმატებები გისურვოთ. სპორტზე ზრუნვა და მისი განვითარება იყო და კვლავაც რჩება ჩვენს პრიორიტეტად. მუნიციპალიტეტი კვლავ გააგრძელებს წარმატებული სპორტსმენების წახალისებას. „- განაცხადა გივი მოდებაძემ.

ჭიათურის მერმა ასევე განაცხადა, რომ სოფელ ნიგოზეთში ახალი საჭიდაო დარბაზი მოეწყობა, რომლის მშენებლობის ხარჯებსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

 

Share page