Hot line:252731

ჭიათურაში, სვერის სათავგადასავლო ბანაკში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკის პრეზენტაცია გაიმართა

26 April, 2021

ჭიათურაში, სვერის სათავგადასავლო ბანაკში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი ტურისტული ლოკაციის პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

სოფელ სვერში ვია ფერატა საქართველოს ორგანიზებით მეკლდეურებმა და მოხალისეებმა სვერის კლდე სიმბოლურად დალაშქრეს და საქართველოს დროშა აღმართეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მსურველებს საშუალება ეძლევათ სათავგადასავლო ტური დაგეგმონ და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები კიდევ ერთ ახალ ლოკაციას გაეცნონ.

ვია ფერატა სათავეს იღებს ალპებიდან. ეს გახლავთ კლდეზე ფოლადის ბაგირითა და რკინის საფეხურებით გაყვანილი ექსტრემალური ბილიკი, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული აქტივობაა მსოფლიოში.

სვერის ვია ფერატა საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში პირველი ასეთი პროექტია.

პრეზენტაცია "ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით მოეწყო.

 

Share page