Hot line:252731

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე პროექტ ,,Greta"-ს წარმომადგენლებს შეხვდა

17 May, 2021

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე პროექტ ,,Greta"-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. სტუმრების თქმით, ჭიათურაში ვიზიტის მიზანს ადგილობრივების დახმარება წარმოადგენს, რათა ჭიათურელმა კონკურსანტებმა განაცხადები სწორად წარადგინონ და დაფინანსება მოიპოვონ. პროექტი ,,Greta" დაინტერესებულ პირებს გრანტების საშუალებით ბიზნესის განვითარებაში ეხმარება.

ამ ეტაპზე პროექტი ტურიზმის მიმართულებით იდეებს განიხილავს.

როგორც ,,Greta"-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, მიმდინარე საგრანტო კონკურსში ჭიათურიდან წარმოდგენილია 25 განაცხადი და ეს განაცხადები განხილვის პროცესშია.

,,Greta"-ს ფარგლებში ახალი კონკურსი მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება საგრანტო წინადადების წარდგენა.

პროექტი 5 000 დან 50 000 ევრომდე დაფინანსებას ითვალისწინებს.

 

Share page