Hot line:252731

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მერიის სტრუქტურაში კონკურსის შედეგად შერჩეული ახალი თანამშრომლები წარადგინა

17 May, 2021

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მერიის სტრუქტურაში კონკურსის შედეგად შერჩეული ახალი თანამშრომლები წარადგინა. გივი მოდებაძემ ახალ თანამშრომლებს წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

შორენა გველესიანი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების, მე-3 რანგის, მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი).

ირინა ბარბაქაძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების, მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების საკითხებში.

ლევან პაპიძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის განყოფილების, მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში.

ეკატერინე გაფრინდაშვილი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის, მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.

გია მჭედლიძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, ადმინისტრაციული სამსახურის, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების, მე-3 რანგის, მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში.

 

Share page