Hot line:252731

ჭიათურის მერიის თასზე ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის დასრულდა

3 June, 2021

ჭიათურის მერიის თასზე ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის დასრულდა.

შეჯიბრი 19 წონით კატეგორიაში ჩატარდა.

ტურნირის მთავარი პრიზი ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ჭიათურელ საბა გაფრინდაშვილს გადასცა, რომელმაც 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ სპორტსმენებს სამახსოვრო თასები და მედლები გადაეცათ.

ტურნირი ჭიათურის მერიისა და 27-ე სპორტული სკოლის ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდა, სადაც საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის 275 მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა.

 

Share page