Hot line:252731

სოფელ ითხვისში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა

25 June, 2021

სოფელ ითხვისში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა.

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ, სოფელ ითხვისში, 50 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი დაათვალიერეს და შესრულებულ სამუშაოებს კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

სოფელ ითხვისში ახალი ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო.

პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

ამავდროულად, მოეწყო ეზო და დამონტაჟდა გათბობის სისტემები.

საამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა ,,ბილდინგ ჰაუსი და კარკასი" აწარმოა.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგენა.

 

Share page