Hot line:252731

ჭიათურაში, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

19 July, 2021

ჭიათურაში, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ორივე სტადიონის რეაბილიტაციის მიზნით სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის თანახმად, სპორტული ობიექტები ახალ სიცოცხლეს შეიძენს, შემოიღობება და გარე განათება დამონტაჟდება. პარალეურად კოსმეტიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ორ მინი სტადიონსაც.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ლაშა გოცაძესთან და 27-ე სპორტული სკოლის დირექტორთან გენო მახათაძესთან ერთად გაეცნო.

გივი მოდებაძის განცხადებით, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრება და ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი ამოცანაა.

სტადიონების მოსაწყობად 203 405 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

 

Share page