15 ნოემბრიდან ჭიათურის მერთან მოქალაქეთა მიღება განახლდება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალი ვადით შეუდგა მერის უფლებამოსილების შესრულებას.
15 ნოემბრიდან განახლდება მერთან მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ორშაბათს, 12 საათზე, პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების სრული დაცვით.
მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრის მსურველი მოქალაქეები, ჩაწერის მიზნით, წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ პასუხისმმგებელ პირს საკონტაქტო ნომერზე 599 87 09 01.