Hot line:252731

ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

14 September, 2022

სოფელ თაბაგრებსა და მღვიმევში საავტომობილო გზის 5 სხვადასხვა მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რკინა-ბეტონის საფარი შიდა საუბნო გზის ისეთ მონაკვეთებზე მოეწყო, სადაც ტრანსპორტს გადაადგილება უჭირდა.

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და ტექნიკურ ზედამხედველთან ერთად საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთები დაათვალიერეს.

,,ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მოვუგვაროთ გზის პრობლემა. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახური. სპეციალისტები ადგილზე აკვირდებიან სამუშაოების შესრულების პროცესს, რათა მშენებლობა ხარისხიანად განხორციელდეს. პარალელურად, მიმდინარეობს შესწავლა გზის რთული მონაკვეთების, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები სამომავლოდ განხორციელდება“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.

სოფელ თაბაგრებსა და მღვიმევში მთლიანობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის 850 მეტრიან მონაკვეთს. პროექტების განსახორციელებლად 280 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ნიუ ბილდინგმა“ შეასრულა.

 

Share page