Hot line:252731

12 სექტემბრის თათბირი

14 September, 2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა.

თათბირს მერიის სამსახურების, ა(ა)იპ - ების და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

თათბირზე გივი მოდებაძემ თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

წარმომადგენლებისგან ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღო სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. აღნიშნა,რომ კომუნიკაცია რწმუნებულებსა და დეპუტატებს შორის უნდა იყოს ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების პრობლემების დროულად რეაგირებას.მერმა წინადადება დააყენა აღნიშნული ფორმატით შეხვედრები რეგულარულად გაიმართოს.

თათბირზე ისაუბრეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებაზე, სოფლებში მოსახლეობის საშეშე მერქნით მომარაგების საკითხზე, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე და სამომავლოდ მათ საჭიროებებზე გათვლილი პროექტების დაგეგმვის აუცილებლობაზე.

 

Share page