ჭიათურის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, გენდერულ საკითხებში სპეციალისტის ეთერ აბესაძის მიერ ორგანიზებული აქტივობებით შეუერთდა.
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნათ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოეწყო მსვლელობა ,რომელშიც ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ცერცვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების ,ასევე, ქალაქის საჯარო სკოლების პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
მე -2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მოეწყო ფლეშ-მობი და პერფორმანსი -„ქალი არ არის სამიზნე“.
ამავე სკოლის მოსწავლემ წარმოადგინა ნახატები,რომელიც ძალადობის თემას ასახავდა.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა კლიპი, „არა ძალადობას!“რომლის პრეზენტაციაც კულტურის ცენტრში გაიმართა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ,მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, საკრებულოს დეპუტატმა ლალი კაპანაძემ.მართლმადიდებლული სკოლისა და მეორე საჯარო სკოლების დირექტორებმა : ნანული წერეთელმა და ცირა ბრეგვაძემ.
"ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა ყველა ჩვენგანის საქმე და პასუხისმგებლობაა.
მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ გულგრილობა, და გვერდზე გადგომა დაუშვებელია, ერთად უნდა ვიმოქმედოთ თითოეული ადამიანის დასაცავად. უნდა გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ."-განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება.კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანთან უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.
ბ