2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.
დასახლების საერთო კრება, ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება და მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებს აირჩევს
საერთო კრებები და კონსულტაციები 26 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართება.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა
კონსულტაციები სულ ჭიათურის მუნიციპალიტეტის 60 სოფელში ჩატარდება.