Hot line:252731

ჭიათურაში ჭავჭავაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

4 July, 2023

ჭიათურაში ჭავჭავაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის მოადგილე დავით ბიწაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლაშა გოცაძემ დაათვალიერეს.

 ხელისუფლების წარმომადგენლები ჭავჭავაძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე შეხვდნენ კონტრაქტორებს და სამუშაოების შესრულების შესახენ ინფორმაცია მოისმინეს.

 ჭავჭავაძის ქუჩის მთელ პერიმეტრზე განახლებული ინფრასტრუქტურა ეწყობა.

პროექტის თანახმად გათვალისწინებულია ასფალტირებული გზის მოწყობა, ტროტუარების განახლება, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გრანიტის დეკორატიული ფილების მოწყობა, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია და ცხაურების მონტაჟი, ფანჩატურების, მოაჯირებისა და ბორდიურების მოწყობა, გარე განათების მონტაჟი, მონიშვნებისა და საგზაო ნიშნების განახლება. სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია დარჩენილ ნაწილზე კი მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს ენ-დი როუდი ასრულებს.

პროექტის ღირებულება 1599991 ლარს შეადგენს.

 სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

 

Share page