უფასო სამედიცინო აქცია ჭიათურაში
16 ნოემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კვალიფიციურმა ექიმებმა, ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ბავშვთა პულმონოლოგ, პროფესორ ივანე ჩხაიძის ხელმძღვანელობით, უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
აქციის ფარგლებში, ჭიათურელ ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ბავშვთა პედიატრის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ენდოკრინოლოგი,კარდიოლოგის, ორთოპედი/ტრავმატოლოგის, უროლოგის, ყელ-ყურის ექიმის,ალერგოლოგის, გასტროენტეროლოგის კონსულტაციით.
სამედიცინო აქციის მიმდინარე პროცესს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე, მერის პირველ მოადგილესთან- გიორგი ბიწაძესთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად გაეცნო.
„მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმების, განსაკუთრებით ამავე საავადმყოფოს დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის მიმართ,რომლებმაც უფასო აქციის ფარგლებში, უამრავ პატარა პაციენტს გაუწიეს დღეს კონსულტაცია,რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისთვის დიდი დახმარება იქნება.“-განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.