Hot line:252731

ჭიათურის კულტურის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

12 December, 2023

პროექტის მიხედვით შენობის შიდა სივრცე სრულად განახლდა. კერძოდ, რეაბილიტირებულ იქნა მთავარი საკონცერტო დარბაზი - მოეწყო სცენა, არსებული სკამები ახლით შეიცვალა, განახლდა იატაკი და სცენაზე დამონტაჟდა ახალი ფარდები. გარემონტდა საკონფერენციო დარბაზი და ადმინისტრაციული ოთახები.

ახლად რეაბილიტირებული კულტურის ცენტრი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, მერის მოადგილე დავით ბიწაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისთვის 724 425 ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ,რომ მანამდე სრულად რეაბილიტირდა თოჯინების თეატრი დარბაზი.

აღსანიშნავია, რომ შენობა 1967 წელს გაიხსნა და კაპიტალური რეაბილიტაცია ამ დრომდე არ ჩატარებია.

 

Share page