ჭიათურის მერმა საჯარო მოხელეები დააჯილდოვა
29 დეკემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საჯარო სამსახურის და ა(ა)იპ, სსიპ, შპს-ში დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და 2023 წლის საუკეთესო საჯარო მოხელები და ა(ა)იპი-ს ხელმძღვანელები დაასახელა.
ამასთანავე, მერმა ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს მადლობის ბარათები გადასცა.
მადლობის ბარათები ასევე გადაეცათ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სასმახურის წარმომადგენლებს.
„მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და მადლობა გითხრათ ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მისი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.გისურვებთ წარმატებებს იმ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რომელსაც თქვენ ასე კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებთ“-განაცხადა გივი მოდებაძემ.