Hot line:252731

ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

7 March, 2024
ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე „ჯეო ჰოსპიტალსის“ ჭიათურის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს ეწვია და ის სივრცე მოინახულა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას იღებს.
სამედიცინო დაწესებულება დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი კვირაში სამი დღე ემსახურება.
გივი მოდებაძე მედპერსონალსაც შეხვდა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
მერთან ერთად, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი იოანე ვაშაძე, „ჯეო ჰოსპიტალსის“ ჭიათურის სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით ტაბაღუა და "ჯეო-ჰოსპიტალსის" კლინიკური და ხარისხის მართვის მენეჯერი ლელა ბუთხუზი იმყოფებოდნენ.
 
Share page