Hot line:252731

ჭიათურაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დაიწყო

27 June, 2024
ჭიათურაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებს: ხიდის მშენებლობას, რომელიც იაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებს დააკავშირებს.
მოეწყობა ლითონის კონსტრუქცია, მინის გადახურვითა და მინის მოაჯირებით. დამონტანდება დეკორატიული სანათები.
სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა და დავით ბიწაძემ განახორციელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები კონტრაქტორი შპს-ეს წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამუშაოების შესრულების შესახებ ინცორმაცია მოისმინეს.
პროექტის ღირებულება 663087 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შპს ,,მედიატორი“ ასრულებს.
პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის ნოემბერი.
 
 
 
Share page