Hot line:252731

ჭიათურაში მოცვის მოსავლის აღება მიმდინარეობს

10 July, 2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში ინდ. მეწარმე ტარიელ ჩუბინიძეს 5 000 კვადრატულ მეტრზე მოცვის ბაღი აქვს გაშენებული.

მეწარმის თქმით, კენკროვანი კულტურის მოსავალს წელს პირველად მიიღებს და 1.5 ტონა მოსავალს ელოდება. ამ ეტაპზე კრეფის, დახარისხების, შეფუთვისა და რეალიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

,,მისასალმებელი და სამაგალითოა იმ ადამიანების შრომა, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მუშაობენ. კენკროვანი კულტურების მოყვანა ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ტარიელს, ადგილობრივ დონეზე მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში“ - განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

მოცვის კრეფის პროცესში მეწარმეს 15 ოჯახი ჰყავს დასაქმებული.

ქვაციხეში მოწეული მოცვის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

 

 

Share page